დავით უსუფაშვილი - ვერასდროს აღმოვჩნდებით ევროპაში, თუ არ დავასრულებთ მავნე ტრადიციას, როცა ყოველი ახალი ხელისუფლება შენებას იწყებს თავიდან

დავით უსუფაშვილი - ვერასდროს აღმოვჩნდებით ევროპაში, თუ არ დავასრულებთ მავნე ტრადიციას, როცა ყოველი ახალი ხელისუფლება შენებას იწყებს თავიდან

ვერასდროს აღმოვჩნდებით ევროპაში, თუ არ დავასრულებთ მავნე ტრადიციას, როცა ყოველი ახალი ხელისუფლება შენებას იწყებს თავიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"იმ ორგანიზაციაში, საიდანაც მე მოვდივარ, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება საპარლამენტო არჩვენები. იქაც, საიდანაც მოვდივარ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ იმ დროში, რაც მოცემული გვაქვს - 4 წელია თუ 2 წელი, უნდა დავაშენოთ შენობას, რომელიც შენების პროცესშია და დავასრულოთ ის მავნე ტრადიციები, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღეებიდან დაგვებედა, როცა სულ ახლიდან ვიწყებთ ხოლმე ამ შენობის კეთებას და აღმოჩნდება, რომ ძველი ან უხარისხოდ არის ნაკეთები ან ვთვლით, რომ უხარისხოდაა ნაკეთები. ეს თუ არ დავასრულეთ, ევროპაში ვერასდროს აღმოვჩნდებით. შევხედოთ ევროპას. რა არის ევროპა? ევროპა პირველ რიგში ის არის, რომ არც ერთი აგური, არც ერთი კენჭი, არც ერთი შემადგენელი კომპონენტი ერის და სახელმწიფოს მშენებელობის პროცესში არ არის დაკარგული. არის შენახული, არის გაძლიერებული, არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. ყოველი ახალი ხელისუფლების ამოცანაა, მეტი დუღაბის, მეტი ცემენტის, მეტი სიმტკიცის შეტანა ამ შენობაში და არა ახლიდან დაწყება ყველაფრის. ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენ - პოლიტიკურ პროცესშიც, სამოქალაქო პროცესშიც უნდა მოვახერხოთ ჩვენი გაერთიანება და არა კიდევ უფრო დაყოფა და კიდევ უფრო ფრაგმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი პატარა საქართველო, მცირერიცხოვანი საქართველო მაინცდამაინც მდიდარი რესურსებით ვერ და არგამორჩეული საქართველო, შეძლებს ვიყოთ ევროპის ღირსეული წევრი და ღირსეული შემადგენელი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სხვა შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს "ერთი 25 წელი და ვიყოთ გზაზე, რომლის დანიშნულების ადგილი გარკვეული არ იქნება".