ირაკლი ჩიქოვანი - ჟვანიას საქმის გამოძიების მომხრე ვართ, მაგრამ პოლიტიკური შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს

ირაკლი ჩიქოვანი - ჟვანიას საქმის გამოძიების მომხრე ვართ, მაგრამ პოლიტიკური შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს

"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხი ძალიან საფრთხილო საქმეა. 

როგორც დღეს ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ამ საკითხს დეტალური გამოძიება სჭირდება.

"თუ არსებობს ეჭვი, რომ რაიმე არის გამოუძიებელი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნეს გამოძიებული. ჩვენ მომხრე ვართ ამ გამოძიების, მაგრამ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. საქმე გვაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან, მაგრამ ამასთან, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მერე გავაკეთოთ კომენტარები", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, "თავისუფალ დემოკრატებს" იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და "ჰაკიმ ფაშას" სახელით კადრები გავრცელდა. ჩიქოვანის თქმით, მაშინაც აღნიშნეს, რომ ეს გამოძიების პროცესს არ წაადგება.