აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობა იტყობინება.
ეუთო-ს ცნობით კი, ცეცხლი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან გახსნეს.
"ეუთოს მისიამ აღმოაჩინა სამას-მილიმეტრიანი ჭურვები, რომელიც სარაკეტო სისტემა "სმერჩიდან" ან "ტორნადოდან" ისროლეს. რუკების, ფოტოებისა და ადგილზე ვითარების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ცეცხლი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან გახსნეს", - წერია ეუთო-ს განცხადებაში.
როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, ცეცხლი უკრაინის სპეცოპერაციის შტაბს გაუხსნეს, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. გუშინ ღამით, კრამატორსკში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ჩავიდა და დაბომბილი ტერიტორიები დაათვალიერა.