აშშ-ის სენატის წევრი "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებენ, უკრაინისათვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი იარაღის მიწოდებისკენ.
შეიარაღებული ძალების კომიტეტში რესპუბლიკელებმა - მაკ თორნბერმა და ადამ სმითმა გუშინ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც 2017 წლის 30 სექტემბრამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, აღჭურვას და მათთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს.
რესპულიკელი სენატორების განცხადებით, ამგვარად კიევი შეძლებს უცხოელი აგრესორებისგან სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დაცვას.
კონგრესი ამ დრომდეც არაერთხელ შეეცადა ობამას ადმინისტრაციის დარწმუნებას უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის შესახებ, თუმცა, თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.