მეცნიერი გია დვალი, რომელიც ჯგუფთან ერთად საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ პროექტზე მუშაობას იწყებს, ნეტგაზეთთანსაუბარში განმარტავს, თუ რას ნიშნავს ადრონული თერაპია და როგორ განხროციელდება ეს საქართველოში.
რაც შეეხება რეალისტურობას, გასაკვირი არაა რომ ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ურთულესი განსახორციელებელია. იდეამ პროგრამის სახე მიიღო ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც ამას გარდა თავის თავზე იღებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას. თუ ამას დავუმატებთ, რომ არსებობს მეცნიერ ლიდერთა ჯგუფი, აუცილებელი პირობა, რაც პროექტის წარმატებისთვის განმსაზღვრელი რჩება, არის მთავრობის და პარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა.
პროექტის პრე-კონცეფცია შემუშავდა დოქტორ თემურ ლომთაძესთან ერთად, რომელიც უმაღლესი დონის და უამრავი საერთაშორისო დამსახურების მქონე ექპერიმენტატორია მაღალი ენერგიების ფიზიკაში. ასევე პროფესორ მარიამ ცაცანაშვილთან ერთად, რომელმაც კონცეფციის იურიდიული კუთხით გამართვა მოახდინა. ასევე, პროექტის გააზრებისთვის გადამწყვეტი იყო და არის ჩვენს შესანიშნავ კოლეგებთან ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოადოებიდან", – ამბობს დვალი.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი - ფიზიკოსი გია დვალი.
"კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები", - წერია მთავრობის განცხადებაში.