მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებები, რომლის მიზანს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს, ორ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე მხარეებს კომენტარები მედიასთან არ გაუკეთებიათ. თუმცა, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის ტერიტორიიდან მძიმე არტილერიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის გარკვეულ სქემაზე.
შეხვედრაში მონაწილეობა უკრაინის ექსპრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ, რუსეთის ელჩმა უკრაინაში, მიხაილ ზუბაროვმა, ეუთო-ს წარმომადგენელმა, ჰაიდი ტალიავინიმ და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა - დენის პუშილინმა და ვლადისლავ დეინეგომ მიიღეს.