“მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ დღისით, მიზისით სკოლის წინ ორმა „გაკრასკულმა“ ახალგაზრდა ბიჭმა, „ზასაობა“ ატეხოს”

“მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ დღისით, მიზისით სკოლის წინ ორმა „გაკრასკულმა“ ახალგაზრდა ბიჭმა, „ზასაობა“ ატეხოს”

მსახიობი მიშა გომიაშვილი მის გახმაურებულ ფეისბუქ-სტატუსთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. „იდენტობამ“ მსახიობი ჰომოპობიასა და სიძულვილის ენით ლაპარაკში დაადანაშაულა და წერილი გამოაქვეყნა სახელწოდებით -„იდენტობა ყველა დამსაქმებელს მოუწოდებს მსახიობ მიშა გომიაშვილთან არ ითანამშრომლონ“. გომიაშვილი თავის აზრს „პირველ რადიოსთან“ საუბარში კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ამბობს, რომ მის წერილში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა:

„რაში მადანაშაულებენ? ის, რომ სკოლის წინ ორი ბიჭი ზასაობდა და გავრბრაზდი? მე ეგეთ ქვეყნის დედა ვატირე, სადაც ეგ მოეწონებათ. მე ამას არ ვღებულობ სერიოზულად, იმიტომ, რომ ეტყობა წერა-კითხვა არ იციან ელემენტარულად და ჩემ წერილში, თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ არანაირი შეურაცხყმყოფელი არ მიწერია არავის მიმართ და თუ იმას მიიღებენ შეურაცხყოფად, რომ მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ დღისით, მიზისით სკოლის წინ ორმა „გაკრასკულმა“ ახალგაზრდა ბიჭმა, „ზასაობა“ ატეხოს , ეს მათი უფლებაა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მარტო ამ ადამიანებს აქვთ უფლებები? ჩვენ არ გვაქვს უფლებები ამ ქვეყანაზე? ჩვენც გავაქვს მე მგონი რაღაც უფლებები ამ ქვეყანაზე, რომელსაც არ ვახვევთ ვიღაც-ვიღაცეებს და სხვადასხვა ადამიანებს თავს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც არსებობს რელიგია, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ჩვენ ვართ ყველა ამ ეკლესიის შვილები და ასეთი მიმართვა მაქვს სუყველასთან, რომ კეთილი ინებონ და სადაც ცხოვრობენ, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურონ თავზე. თუ არ მოგწონს, კი ბატონო, ნახეთ რამხელაა მსოფლიო, მითუმეტეს ეხლა გაიხსნება საზღვრები და სადაც სურვლი ექნებათ, ვინც არ უნდა იყოს, ლგბტ თუ არა ლგბტ, ისე ადამიანი, თუ არა ისე ადამიანი და არ მოწონს აქაურობა, შეუძლია წავიდეს და სხვაგან იცხოვროს. მაგრამ ჩემს სახლში ნუ მოხვალ და ნუ მო,მახვევ თავს იმას, რაც ჩემს რელოგიაში არ არსებობს და არ ზის. შენთან სახლში, კლუბი გაქვს თუ რაც გაქვს რაც გინდა ის ქენი ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ერთმანეთი მოგახმაროთ, მაგრამ ჩვენ შვილებს, ბავშვებს და ახალგაზრდა თაობას ნუ უწევ პროპაგანდას.“ განაცხადა მიშა გომიაშვილმა „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ სატელეფონო კომენტარში.