იურისტს და ყოფილი დეპუტატს ვალერი გელბახიანს, მთავრობის და უმრავლესობის ინიციატივას „წართმეული ქონების დაბრუნების“ შესახე დამაჯერებლად არ მიაჩნია და აცხადებს, რომ ეს ახალი მანევრია იმისთვის რომ ხალხმა ხელისუფლების ხელახლა ირწმუნოს. გელბახიანი ამბობს რომ პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.
"მე არც ცრემლების მჯერა და არც ფიცის ბოლოში რომ კუდები ჩანს იმისი, იმიტომ, რომ მე ვუყურებ ამას მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, თუ არ შეიცვალა კანონმდებლობა, რომ გადასინჯვის მექანიზმი არ განისაზღვრა კანონით, კომისიამ რა უნდა გააკეთოს. კომისიამ დაადგინა, რომ უკანონოდ ჩამოერთვა ვინმეს ქონება, დაწერა დასკვნა ? შემდეგი რა მოქმედებაა. ეს კომისიის დასკვნა გადაწყვეტილებაა, ძალაში შედის, იურიდიული ძალა აქვს, აღსრულდება თუ რა . ანუ კვლავ სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლოს რომ მიმართოს უნდა გაუქმდეს სასამართლოს ძველი გადაწყვეტილებები, რომლითაც ჩამოერთვათ ადამიანებს კონკრეტული ქონება, რომ გადაწყდეს ეს საკითხი დადებითად, ამისთვის საჭიროა რომ ხანდაზმულობის ვადები აღსდგეს გასაჩივრების, ჯერჯერობით მოქმედი კანომდებლობით ასეთი რამ არ არსებობს და ამიტომ გადასინჯვის მექანიზმი არ არსებობს და ქონების დაბრუნების მექანიზმიც სამართლებრივად არ არსებობს, გამომდინარე აქედან ჯერ უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო მექანიზმი და შემდეგ უნდა დაეწყოთ კომისიებს მუშაობა . გამოდის, რომ ახლა მიაწყდება მთელი საქართველო ამ კომისიებს , მიეცემა ხალხს იმედები, დაიწყება ამ ყველაფრის გაშუქება და ეს ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს და არჩევნებს, არავინ არავის არაფერს არ უბრუნებს. მხოლოდ ეფექტის მოხდენის მიზნით და ხალხის მოსატყუებლად იქმნება ეს კომისიები, მას არ აქვს სამართლებრივი არანაირი მექანიზმი , რის გამოც მე მას თავშივე ვუცხადებ უნდობლობას",-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.