ისრაელში საქართველოს 110 მოქალაქე დააკავეს

ისრაელში საქართველოს 110 მოქალაქე დააკავეს

ისრაელის საემიგრაციო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ლოდში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც არალეგალების აღმოჩენა იყო. დაკავებულია საქართველოს 11 მოქალაქე, რომელთაც ჩხრეკისას ისრაელის მოქალაქის ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდათ.

დაკავებულები 20-დან 30 წლამდე ადამიანები არიან და ისინი პურის ქარხანაში მუშაობდნენ. ახალი წლის შემდეგ ეს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავების მეორე შემთხვევაა. იანვარში ანალოგიური სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 99 მოქალაქე იქნა დაკავებული. ამასთან, წლის დასაწყისიდან დღემდე ისრაელში საქართველოს 75 მოქალაქე არ შეუშვეს. სასაზღვრო სამსახურმა ჩათვალა, რომ ისინი ქვეყანაში არატურისტულ;ი მიზნით ჩადიოდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2014 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ტურისტული ვიზიტისთვის ვიზა აღარ სჭირდებათ.