ჯონ კერი უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის მომხრეა

ჯონ კერი უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის მომხრეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის მომხრეა. ამის შესახებ "ბლუმბერგი" იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ კერიმ გერმანიაში, მიუნხენის კონფერენციის მსვლელობისას ამერიკელ კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბოლო ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც კიევისთვის იარაღის გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა.

უკრაინის სამხედრო იარაღით დახმარების მომხრეა ამერიკელ სენატორთა ნაწილიც. თავად ბარაკ ობამას ადმინისტრაციას კი აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.