კრამატორსკის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

კრამატორსკის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის 7 სამოქალაქო პირია, 4 - სამხედრო.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 20-ს აღწევს, რომელთაგან 9 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაჭრილებს შორის 4 ბავშვია. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირინა გერაშენკომ განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბსა და მთავრობას დაავალა, კრამატორსკის მოსახლეობას დახმარება გაუწოონ. პრეზიდენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, კრამატორსკის დაბომბვამდე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.

რუსმა "ბოევიკემბა" კრამატორსკზე შეტევა ადგილობრივი დროით, 12:30 საათზე დაიწყეს. პეტრო პოროშენკომ დაადასტურა, რომ ცეცხლი ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბს "ტორნადოს" ჭურვებით გაუხსნეს, რომელიც შეიარაღებაში რუსეთს გააჩნია. კრამატორსკის დაბომბვა ოკუპირებული გორლოვკის მხრიდან განხორციელდა.