პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი ოფიციალური ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა და მხარეებმა შეძლეს დაედასტურებინათ მზადყოფნა თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
"ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმის, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს და მის ევროპულ არჩევანს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში, მადლობას ვუხდი პრემიერ ორბანს გულთბილი შეხვედრისთვის. ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ხედვები. საქართველო და უნგრეთი არაერთ სფეროში თანამშრომლობს და გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები”, -აღნიშნა პრემიერმა.