უჩა ნანუაშვილი და კახა კახიშვილი კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უჩა ნანუაშვილი და კახა კახიშვილი კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა დღეს ხმაურით ჩატარდა, სადაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს კახა კახიშვილს დაუპირისპირდა.

უფლებადამცველები ცუდი პირობებისა და გადატვირთულობის გამო მეშვიდე დაწესებულების დახურვას მოითხოვენ. კახა კახიშვილი კი აცხადებს, რომ დღეისთვის ალტერნატივა არ არსებობს და ამიტომ ციხის დახურვა შეუძლებელია.

"ხვალვე დავხურავ, ამის პრობლემა არ არის, მაგრამ აქ მოვიყვანო, თუ თქვენთან მოვიყვანო მერე ეს პატიმრები? სად წავიყვანო? მე-6 დაწესებულება როდესაც გაიხსნება, მაქსიმუმ ერთ თვეში, ნაწილს გადავიყვანთ და გადატვირთულობის პრობლემა აღარ იარსებებს,"- უპასუხა კახიშვილმა უჩა ნანუაშვილს, რასაც სახალხო დამცველის კომენტარი მოჰყვა.

„მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით, ზოგადად, ამ დაწესებულების პირობები არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ის მთლიანად უნდა დაიხუროს," - განაცხადა სხდომაზე უჩა ნანუაშვილმა.