დეპუტატი გედევან ფოფხაძე ლუკა კურტანიძის პარლამენტში შესვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მის რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებს.
„პარლამენტში რომელიმე ფრთას ზედმეტად გაძლიერება არ სჭირდება, ჩვენ საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ (უმრავლესობას ვგულისხმობ), მაგრამ პარლამენტში ნებისმიერი პიროვნების შემოსვლას მივესალმებით და იმ რესურსს, რაც ამ ადამიანს ექნება, გამოვიყენებთ მიზანმიმართულად",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.