საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა

უნგრეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას მარშით და საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნები.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების თემებს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატო-ს მიმართულებით სვლას, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. მანვე მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში უნგრული მხარის ჩართულობისათვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მთავრობის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის  მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თავმჯდომარეს შეხვდება.