გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებულ ფილმში - „ვაზაგაშვილები: ბრალდების საზღაური“, იური ვაზაგაშვილისა და ექს-პრემიერის ბიძია ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზეა საუბარი, საგამოძიებო ფილმში ნათქვამია, რომ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე, იური ვაზაგაშვილმა ყოფილ პრემიერს,კორტების საქმესთან დაკავშირებით ორი სია მიაწოდა.
კერძოდ ვაზაგაშვილმა წარუდგინა, ძალოვანი უწყებების იმ თანამშრომლების სია, რომლებიც მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, გარეული იყვნენ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში, და მეორე სია რომელშიც უკრაინაში მყოფი სინდოიანის გარდა, ის მოწმეები იყვნენ, რომელთა უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია და რომლებიც თანხმობას აცხადებდნენ, რომ სასამართლოსთვის ჩვენება მიეცათ. გარდა ამისა, ფილმში ნათქვამია, რომ ვაზაგაშვილმა ივანიშვილს სამი პირი დაუსახელა, რომელთა პოლიტიკური კარიერა პირადად ივანიშვილის დამსახურება იყო, რომლებსაც ვაზაგაშვილმა ბრალი დასდო სახელმწიფო საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაზე ოჯახური გავლენების ქონაში, ასევე ძალისმიერი უწყებების საქმეებში ოჯახების მონაწილეობაზე.
298
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85