უკრაინის არმიამ ქალაქ დებალცევოში შესასვლელ მაგისტრალზე კონტროლი აღადგინა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, დებალცევოს მიმართულებით ანტიტერორისტული ოპერაციის დამატებითი ძალები გაიგზავნა.
"დონეცკის ქალაქ დებალცევოში ვითარებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ახლა სამხედროების გადაჯგუფება მიმდინარეობს იმისათვის, რომ საბრძოლო მოქმედებები გავაგრძელოთ" , - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.
პარალელურად, უკრაინული სამხედრო პოლკის - "აზოვის" პრესსამსახური იტყობინება, რომ მათ დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოაზოვსკის რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.