"თავისუფალი დემოკრატების" წევრი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.

როგორ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, მათი პარტიის წევრის, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის შალვა გოგოლაძის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით დღეს ახალციხეში პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოზე პროცესებში მესამე მხარის ჩართვა მოითხოვეს. კერძოდ, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, აღნიშნულის გამო ახალციხის სასამართლოში პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მათი პარტიის წევრი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" "თავისუფალი დემოკრატები" გამოეყვნენ.

აბაშიძის განცხადებით, შალვა გოგოლაძე მათ პარტიაში დარჩა. ამის გამო იგი ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. "ასეთი მეთოდებით მოქმედებდა "ნაციონალური მოძრაობა" და იგივე გზას მიმართა "ქართულმა ოცნებამაც", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, შალვა გოგოლაძე თავისი უფლებების დაცვას სასამართლო გზით გააგრძელებს.