გაერო-ს მონაცემებით, 31 იანვრიდან 5 თებერვლამდე, დონბასში საბრძოლო მოქმედებებს 263 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 674 კი დაშავდა. ამის შესახებ გაერო-მ ინფორმაცია "ტვიტერზე" გაავრცელა.
საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის მარტიდან 6 თებერვლამდე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულ მცირეწლოვანთა რიცხვმა 59-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 153-ს მიაღწია.