ლეონიდ თიბილოვის სიძე ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს

ლეონიდ თიბილოვის სიძე ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სიძე გუშინ, ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იტყობინება.

წინასწარი ცნობით, თიბილოვის ნათესავი, ვადიმ ვალიევი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ვალიევი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, ის 41 წლის იყო. მისი მეუღლე და თიბილოვის ქალიშვილი მარინა თიბილოვა კი ე.წ რესპუბლიკის ფინანსთა დე ფაქტო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.