ეუთოს წარმომადგენელი - რუსეთს დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა სურს

ეუთოს წარმომადგენელი - რუსეთს დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა სურს

რუსეთს დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა სურს, - ამის შესახებ უკრაინული Espreso.TV ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება , რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. 

ეუთოს წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ინიციატივის შესახებ მედიას უკრაინის არმიისა და რუსეთის არმიის გენერალ-მაიორებმა შეატყობინეს. 

"დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნის ინიციატივა განხილვისთვის რუსეთისა და უკრაინის გენერალურ შტაბებს გაეგზავნა", - აღნიშნა ეუთო-ს წარმომადგენელმა.