30-მდე მიგრანტი დაიღუპა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ჰიპოთერმიის (სხეულის ტემპერატურის ხელოვნურად დაწევის) შედეგად.
"ბიბისის" ცნობით, მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში ცდილობდნენ გადასვლას, თუმცა, მოულოდნელად მათ ნავს ძლიერი ტალღები დაატყდა თავს. ამას თან დაერთო ყინვაც, რისი ატანაც ზოგიერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო, რის გამოც ისინი იტალიის სანაპირო დაცვას დახმარების თხოვნით სატელიტური ტელეფონით დაუკავშირდნენ.
მაშველებმა მიგრანტები სანაპიროდან 160 კილომეტრში მოტივტივე ნავზე შენიშნეს და ხმელეთზე გადაიყვანეს. ნავზე სულ 105 მგზავრი იმყოფებოდა.
როგორც ლამპედუზას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი, პიეტრო ბარტოლო აცხადებს, მიგრანტებმა ღია ცის ქვეშ ნავზე 18 საათი დაჰყვეს.