ჯანელიძის სკანდალი-„პირწავარდნილი ჯალათი თავდაცვის სამინისტროში-ვინ არის ვალერი ზუმბაძე

ჯანელიძის სკანდალი-„პირწავარდნილი ჯალათი თავდაცვის სამინისტროში-ვინ არის ვალერი ზუმბაძე

ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია გაზეთის ფურცლებიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავს და სთხოვს, რომ საქმეში რომელსაც ყოფილი ხელისუფლების წევრების თანამდებობებზე დანიშვნა ჰქვია, პირადად ჩაერთოს, რადგან ეს, მისი თქმთ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. „ასავალ დასავალისთვის“ მიცემულ ინეტრვიუში მაისაია კიდევ ერთხელ აპროტესტებს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მისი ყოფილი თანამშრომელი დაზვერვის სამსახურში ვალერი ზუმბაძე სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნა. მაისაია ზუმბაძეს ჯალათს უწოდებს და მისი თქმით კონტრდაზვერვაში გამომძიებლად მუშაობისას ის ფოტოგრაფების, „ენვერის“, ლაფანყურის და სხვა საქმეებს კერავდა.

„ზუმბაძე ჩემი საქმის გამომძებელი იყო და დაპატიმრებითაც პირადად მან დამაპატიმრა. იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ჩემს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ წამებაში ღამეული დაკითხვების დროს...ვალერი ზუმბაძე-ეს პირწავარდნილი ჯალათი-თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ ბუენბრივია თავდაცვის მინისტრის ნების გარეშე ვერ დაინიშნებოდა. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ამ ჯალათებს ციხეში თუ არ სვამთ, მაღალ თანამდებობებზე მაინც ნუ ნიშნავთ, ელემენტარული მორალი მაინც გქონდეთ“. განაცხადა ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.