აშშ უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხზე მსჯელობს. ვაშინგტონი კიევს თავდაცვით იარაღს მაშინ მიაწვდის, თუ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება შეუძლებელი გახდება, - ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ბარაკ ობამამ ვაშინგტონში ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა კიდევ უფრო გაამყარა. გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნება.
ბარაკ ობამას თქმით, რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ თუ ის არ შეცვლის პოლიტიკას, კიდევ უფრო მეტად მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში.