მშენებარე კორპუსში სატვირთო ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მშენებარე კორპუსში სატვირთო ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ვარკეთილში, მშენებარე კორპუსში, სატვირთო ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად, მუშები გარდაიცვალნენ. დაღუპულია ორი და დაშავებულია ასევე ორი მუშა, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.