ინგუშეთის მთავრობაში საქართველოსთან საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილეს

ინგუშეთის მთავრობაში საქართველოსთან საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილეს

ინგუშეთის მთავრობაში ინგუშეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს, რომელსაც პრემიერმინისტრი აბუბაქარ მალსაგოვი უძღვებოდა, განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სისტემების სხვადასხვა ვარიანტი, ასევე სუბიექტის ტერიტორიაზე ახალი რკინიგზის მშენებლობის თემა საქართველოსთან დასაკავშირებლად.

სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას საექსპერტო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს და საქართველოს ხელისუფლებასთანაც განიხილავს ამ საკითხს.