პროკურატურა სასამართლოს მიერ გია სოსანაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა სასამართლოს მიერ გია სოსანაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიერ გია სოსანაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ გია სოსანაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი მკვლელობის ბრალდებით 7 თებერვალს დააკავა.

"საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ემუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ პროკურატურაში.