აი, ის ხალხი „მიყვარს“, ბუტას მკვლელობის დროს კითხვა რომ არ გასჩენია...

აი, ის ხალხი „მიყვარს“, ბუტას მკვლელობის დროს კითხვა რომ არ გასჩენია...

საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„აი, ის ხალხი „მიყვარს" უსაზღვროდ, არასოდეს, არც ერთხელ, არც საჯაროდ და არც ისე, ბუტას მკვლელობის დროს კითხვა რომ არ გასჩენია, სანდროს მკვლელობის დროს გვერდზე რომ გავყავდი და მიჩურჩულებდა, როგორ ვთქვათ, მაგრამ სვანური ამბავი იყოო, კიდევ ისინი, 2 მაისის სპეცოპერაციის დროს დაბეჯითებით რომ ამტკიცებდნენ, არ გვინახავს ვიდეოები, არ წაგვიკითხავს საქმის მასალები, არც ვინმესთან გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ კარგით რა, ხომ იცით, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ და მერე პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს და რა ექნათ ბიჭებს, ახლა 2-3-ით მეტი ტყვია თუ ისროლეს, რა მოხდაო... და დღეს რომ უკვე თითქმის ისტერიკაში არიან და ძალიან, ძალიან გონიერი სახეებით და ჩაფიქრებული რომ ხარ, აი ისეთ ტემბრით ამბობენ, უსაზღროდ ბევრი კითხვებია და ძალიან უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ, რომ დამაჯერებლობა შემატოს ამ საქმესო", - წერს ხიდაშელი.