პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები გაიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, 18 მარტი ის დროა, როცა თავადაც პარლამენტში იქნება და პრეზიდენტს უმასპინძლებს.
"პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის საკითხი გარკვეული მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. შედგა კონსულტაციები უშუალოდ პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან, რათა შეგვეჯერებინა მზაობა როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის. შევჯერდით თარიღზე – პრეზიდენტი პარლამენტში 18 მარტს მოვა და არა თებერვალს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, თავად გამოსვლის ფორმატზე კონსულტაციები გაგრძელდება.