ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით 21 მლრდ ევროზე მეტი იზარალეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით 21 მლრდ ევროზე მეტი იზარალეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შედეგად 21 მილიარდ ევროზე მეტი იზარალეს , - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ გარსია-მარგალიომ ბრიუსელში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

როგორც ესპანეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ძვირი დაუჯდება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებით, ესპანეთში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფერო დაზარალდა.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე მსჯელობენ. როგორც მოსალოდნელია ევროპელი ლიდერები ე.წ. შავი სიის გაფართოებას აპირებენ. კერძოდ, იგეგმება დამატებით 19 იურიდიული და ფიზიკური პირისთვის საბანკო და სავიზო შეზღუდვების დაწესება.