საფრანგეთის ქალაქ მარსელში უცნობმა პირმა "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღით პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი იმყოფებოდა. თავდასხმის შემდეგ მარსელის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნეს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.