საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 18 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 18 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 18 მარტს წარდგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, თარიღთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეარჩია, პარლამენტის ხელმძღვანელობა უკვე ინფორმირებულია.

"ჩვენ უკვე გვქონდა პარლამენტის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები და საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღი ვაცნობეთ - ჩამოვყალიბდით 18 მარტთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტში გამოსვლის თარიღს თავად პრეზიდენტი წყვეტს.