ავღანეთში, ე.წ.ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მებრძოლი მოკლეს

ავღანეთში, ე.წ.ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მებრძოლი მოკლეს

ავღანეთში, უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, ე.წ.ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მებრძოლი მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, მულაჰ აბდულ რაუფი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის ერთ-ერთი მეთაური იყო, გასულ თვეს კი მან განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გადავიდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამისტი მებრძოლი თავდასხმის დროს იმ მანქანაში იჯდა, რომლითაც ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდათ.