უკრაინის არმიამ აშშ-სგან შესაძლოა, თავდაცვითი იარაღი მიიღოს

უკრაინის არმიამ აშშ-სგან შესაძლოა, თავდაცვითი იარაღი მიიღოს

უკრაინის არმიამ აშშ-სგან შესაძლოა, თავდაცვითი ხასიათის იარაღი მიიღოს, - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, კიევისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ვაშინგტონში ჯერ არ მიუღიათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის მიზანს წარმოადგენს.

"უკრაინის იარაღით დახმარების შესახებ დისკუსია დიდი დებატების ნაწილია, რომელშიც დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ. მთავარ მიზანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დიპლომატიური გზებით შენარჩუნება წარმოადგენს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.