საგარეო უწყება ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს

საგარეო უწყება ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა განხორციელდეს. 

"მიმდინარეობს იმაზე მუშაობა და გვაქვს დიდი იმედი, რომ აშშ-დან ამ სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი წარუძღვება. ამაზე ვმუშაობთ, ეს ჯერ არ არის დადასტურებული", - განაცხადა დავით კერესელიძემ.