უკრაინის კრიზისი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტურ გამოცემა "ალ-აჰრამთან" ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინის კრიზისი წარმოიშვა არა რუსეთის მარცხის შედეგად, არამედ აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მცდელობების შედეგად. ისინი საკუთარ თავს ცივი ომის გამარჯვებულად მიიჩნევენ და ცდილობენ თავიანთი ინტერესები ყველგან გაატარონ", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის საზღვრებს, რითაც რუსეთის ინტერესების იგნორირება ხდება.