დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა

დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა. "უნიანის" ცნობით, დაღუპულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

გარდა ამისა, უცნობია ისიც, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. "ჩვენი ცხრასართულიანი შენობა მთლიანად შეზანზარდა, როგორც მიწისძვრის დროს ხდება ხოლმე" - აღნიშნა უკრაინულ მედიასთან საუბარში დონეცკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ანასტასია დონჩანკამ. 

ადგილობრივებმა აფეთქების შემდეგ ცეცხლის ალიც შენიშნეს.