დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კოვერს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო თანამშრომლობის ოქმს მოაწერენ ხელს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, უნგრეთს 10 თებერვალს დატოვებს.