საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ჩავარდა

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ჩავარდა

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ, დეპუტატებმა არ გაიზიარეს.

უმცირესობა გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით, "იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

კენჭისყრის დროს უმცირესობის ეს ინიციატივა დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს და საკითხი საბოლოოდ ჩავარდა.