"თქვით ის რასაც ჟვანიას ხსოვნის პატივსაცემად ერთგულად ინახავთ.. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ივანიშვილმა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე, ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულ პირებს სოციალურ ქსელში მიმართავს და მოუწოდებს მათ სიმართლე თქვან.

"მივმართავ ჩემს მეგობრებს: საამაყო, ერთგულ და ვაჟკაც ხალხს: კობა ხარშილაძეს (წელიწადი გახდება უკვე რაც მძევლად ყავთ პატიმრებად ის და მიშა ძაძამია ჟვანიას საქმეზე); მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას, ორ ღირსეულ პროკურორს, რომლებსაც ივანიშვილის აკვიატებით, ასავალ-დასავალიდან გადმოწერილ, ყველა მოქმედი პროკურორის სამარცხვინოდ, სიბინძურეს აბრალებენ! ის ფაქტი, რომ თითოეულ თქვენგანს გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე და ივანიშვილზე მეტი ღირსება და ფასეულობები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ უნამუსობის ცირკს უნდა შეეწიროთ! გთხოვთ ღიად თქვათ ის, რაც სინამდვილეში მოხდა და რასაც ამდენი წელია სწორედ ჟვანიას ოჯახის და მისი ხსოვნის პატივსაცემად ერთგულად ინახავთ! ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ივანიშვილმა! სახელმწიფო და ფასეულობათა სისტემა დროებით ჩამოშლილია! თქვენს გვერდით ვართ ბოლომდე!",-წერს დავით საყვარელიძე