პარლამენტი გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს

პარლამენტი გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მხარს უჭერს .

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პარლამენტში ამგვარი კომისიის შექმნა ურიგო არ იქნება და "თავისუფალი დემოკრატები" საკითხს მხარს დაუჭერს.

ამ წუთებში პარლამენტში "იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, გოგი თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე" დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა.

როგორც უმცირესობა განმარტავს, მკვლელობის საქმეები, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შეკვეთილია, დღემდე გამოუძიებელია. ამიტომაც მათი აზრით, მიზანშეწონილია პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩაერთოს და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე მან აიღოს პასუხისმგებლობა.