ე.წ.

ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით ბრალდებულების მიმართ პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით ბრალდებულების მიმართ პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევლები არიან.

"პროკურატურამ ყველანაირ საზღვარს გადააცილა იმ მეთოდებით, რითაც გრძელდება პოლიტიკური ზეწოლაAაბსოლუტურად უდანაშაულო ხუთ ადამიანზე. ეს არის წარმოუდგენელი. საქმის განხილვა 10 თებერვალს უნდა ყოფილიყო და ახლა პირველი აპრილისთვის გადაიდო. პროცესი უსასრულოდ იდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოტივაცია არ არსებობს, დანაშაული სახეზე არ არის და ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევლები, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი და აბსოლიტურად გაუთვლელი ნაბიჯი, საკუთარი უდანაშაულო მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.