„ქართული ოცნების“ დეპუტატები ანტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ მიემგზავრებიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ანტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ მიემგზავრებიან

საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

დეპუტატ შოთა ხაბარელის თქმით, ქართული მხარე 13-კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები. დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელია.

„ვითამაშებთ მინი-ფეხბურთს, თუმცა ცოტა მოზრდილი სტადიონია. რვა კაცით დაკომპლექტებული გადის პირველი შემადგენლობა და მასში იქნება ორი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე. იქნება ზურაბ ზვიადაურიც. ვფიქრობ, რომ კარგი ნაკრები გამოვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ გუნდში ,,ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ იქნება, თუმცა შეთავაზება ჩვენ მათ გავუგზავნეთ", - განაცხადა ხაბარელმა.