მთავარ პროკურატურაში ჟვანიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. პროკურატურასთან იმყოფება ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც.
ზოდელავას თქმით, თავად დაბარებული არ არის და პროკურატურასთან მხოლოდ მამუკა გვარამიას ამბის გასაგებად მივიდა. თუმცა, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა არ გამორიცხავს, რომ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მასაც დაიბარებენ.