შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან

შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის ბრიტანელ კოლეგას შეხვდა.

მინდია ჯანელიძემ და მაიკლ ფელონმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სფეროში საქართველოს და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის

იმპლემენტაციის დეტალები და ამ პროცესში ოფიციალური ლონდონის აქტიური ჩართვის საკითხი განიხილეს. მინდია ჯანელიძემ ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ერთერთ წამყვან როლს შეასრულებს.