"რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ცდილობს უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებას"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის კრიზისის დასრულებაზე უნდა იმუშაოს.

კიევში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, უკრაინიდან გაიყვანოს სამხედროები და სეპარატისტები აიძულოს, უერთგულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ქერიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას.

"თუმცა ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ საზღვარს რუსეთის ტანკები კვეთს უკრაინის მიმართულებით. დღეს უკრაინის უდიდესი საფრთხე აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან გაგრძელებული აგრესიაა",-განაცხადა ჯონ ქერიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.