2015 წლის პირველი იანვრიდან მეცნიერების ხელფასები საშუალოდ 250%-ით არის გაზრდილი

2015 წლის პირველი იანვრიდან მეცნიერების ხელფასები საშუალოდ 250%-ით არის გაზრდილი

2015 წლის პირველი იანვრიდან მეცნიერების ხელფასები საშუალოდ 250%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილიმა კვლევისა და ინოვაციების საბჭოს პირველ სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაა.

"ჩვენ ყველას მიგვაჩნია და გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას მართლაც აქვს სამეცნიერო ტრადიციები და მას განვითარება სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების და გამათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით. მოხდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მეცნიერებს დაფინანსება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები და, რაც მთავარია, ჩვენ უკვე მოვაწესრიგეთ ამ სფეროში სახელფასო პოლიტიკა. მეცნიერების ხელფასები საშუალოდ 250%-ით არის გაზრდილი და ეს უკვე მოგვარებულია. იანვრის ბოლოს უკვე მიიღეს გაზრდილი ხელფასები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კვლევისა და ინოვაციების საბჭოს შემადგენლობაში მთავრობის წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი მეცნიერები და ბიზნესწარმომადგენლები შედიან. საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.