შეცდომა იქნება, თუ უკრაინის კონფლიქტს საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შევადარებთ

შეცდომა იქნება, თუ უკრაინის კონფლიქტს საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შევადარებთ

მშობლების და მეზობლების არჩევა შეუძლებელია. ერთადერთ მეთოდს, რომელსაც ცივილიზებულ მსოფლიოში კონფლიქტების გადაჭრისას ვიყენებთ არის დიალოგი და კომპრომისი. სამხედრო გამოსავალი არ არსებობს, ვფიქრობ ეს საქართველომ კარგად იცის", - ამის შესახებ ევროსაბჭოს კომიტეტის მონიტორინგის თავმჯდომარემ, შტეფან შენახმა რუსეთის აგრესიაზე საუბრის დროს Georgian Journal-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო არ იყო მოხარული საქართველოს მცდელობით, 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტი სამხედრო გზით გადაეჭრა.

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი დაუყოვნებლივ არა ძალის გამოყენებით, არამედ პოლიტიკით, შეთანხმებითა და დიალოგით" , - განაცხადა შენახმა.

Georgian Journal-ის კითხვაზე, რატომ არ დაუწესეს 2008 წელს რუსეთს სანქციები და იყო თუ არა ამის მიზეზი ის, რომ საქართველო უკრაინასთან შედარებით ნაკლებად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, შენახმა უპასუხა: "ყველა ქვეყანა არის მნიშვნელოვანი. შეცდომა იქნება, თუ უკრაინის კონფლიქტს საქართველოში 2008 წლის მოვლენებს შევადარებთ".