,,ნაციონალური მოძრაობის

,,ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულება დესტაბილიზაციის პროცესში შსს-ს უუნარობაზე მიუთითებს

ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულება დესტაბილიზაციის პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უუნარობაზე მიუთითებს.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუკი სამინისტრო მუშაობას ასე გააგრძელებს, მას შეიძლება ,,საბურავების სამინისტროც" ეწოდოს.

,,სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი განცხადებები, ისევე როგორც მისი წინამორბედის, არის მიმართული იმ პრობლემატიკის გადაფარვაზე რომელიც ქვეყანაში არის. ქვეყანას ჭირდება კონკრეტული ნაბიჯები კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის. ქვეყანას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ყოველდღიურად სამი ბანკი არ იქურდებოდეს. ამ დროს ,,ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულება და რაღაც ახალი საბურავების საწყობებზე საუბარი, მიმაჩნია, რომ არის უუნარობის გამოხატულება. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, რომ შსს-ს პირდაპირ ვუწოდოთ საბურავების სამინისტრო და სამინისტრო რომელიც არის დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნის საკითხით", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს", - აღნიშნა გომელაურმა.