ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ

 თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნა. საქმესთან დაკავშირებით 11 პირი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავაა დაკავებული, ერთი კი მიმალვაში იმყოფება.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით  გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.